პარასკევი, აპრილი 19, 2024

ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოს – გრემის გამარჯვებულები

აშშ კიდევ ერთხელ მოექცა მუსიკის მოყვარულების ყურადღების ცენტრში, ლოს ანჯელესში დასრულდა ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოს – გრემის გადაცემის რიგით 61-ე ცერემონია.

“სტეიპლს ცენტრში” მყოფმა ასობით დამსწრე და მილიონობით ტელემაყურებელი მოწმე გახდა  რეპერ ჩაილდიშ გამბინოსა (დონალდ გლოვერი) და ქანთრი სტილის შემსრულებელი მუსიკოსის კეისი მასგრეივსი ტრიუმფის, რომლებმაც 4-4 გრემის ჯილდო მოიპოვეს. ჩაილდიშ გამბინოს ჯილდოები ერგო ნომინაციებში – საუკეთესო ვიდეო, საუკეთესო რეპ-შესრულება, საუკეთესო სიმღერა და წლის ჰიტი (“ეს არის ამერიკა” – “This is America“), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეპერი არ ესწრებოდა გრემის დაჯილდოების ცერემონიალს. კეისი მასგრეივსს კი ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში ერგო – საუკეთესო ქანთრი შემსრულებელი, საუკეთეთესო ქანთრი-შესრულება (“Butterflies“), საუკეთესო ქანთრი-ალბომი (“Golden Hour“) და საუკეთესო ქანთრი-სიმღერა (“Space Cowboy“).

გრემის ჯილდოები ასევე ერგოთ:

სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა გრემის პრიზებით პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა, რომელიც ამ წარმატებას ფილმ “ვარსკვლავის დაბადება”-საც უმადლის;

დუა ლიპას გრემის ჯილდო შეხვდა წლის საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაში;

ქარდი ბი დაჯილდოვდა საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში და იგი გრემის ჯილდოს პირველი ქალი გახდა სოლო რეპ ალბომისთვის;

გრეტა ვან ფლიტის მუსიკალური ალბომი “From the Fires” დასახელდა საუკეთესოდ;

დაჯილდოვებულთა შორის ასევე იყვნენ კომპოზიტორი ლუდვიგ გიორანსონი – საუკეთესო ალბომი-საუნდტრეკი, ვილი ნელსონი – საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომისთვის და სხვები.

გრემის გამარჯვებულები – ქენდრიკ ლამარი, არიანა გრანდე და დრეიკი, ჩაილდიშ გამბინოს მსგავსად, ასევე, არ გამოცხადდნენ დაჯილდოების ცერემონიალზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული