ლევან სამუშია: “ირაკლი კობახიძემ პირდაპირ ეთერში აღიარა ის დანაშაული, რომელიც მისმა გუნდმა ჩაიდინა”

ტვ “პირველზე” თოქ-შოუ “რეაქციაში” პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ე.წ. “კაბელების საქმეზე” საუბრისას განაცხადა: “რაც შეეხება “კაბელებს”, მაგ დროისათვის ვიყავი უკვე აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკურად აწეული იყო ეს თემა, დავინტერესდი, ჩავიხედე ბოლომდე და იქ იყო დანაშაულის არა თუ ნიშნები, მკაფიოდ გამოხატული დანაშაული იყო, საუბარი იყო მილიონების მითვისებაზე“.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებაში აღნიშნულ ქმედებაში დანაშაულის ნიშნები დაინახა პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ადვოკატმა ლევან სამუშიამ:

ირაკლი კობახიძემ პირდაპირ ეთერში აღიარა ის დანაშაული, რომელიც მისმა გუნდმა ჩაიდინა. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ინფორმაციის გატანა.

მე მოვუწოდებ, საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ თადუმაძეს, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან კაბელების საქმე იყო გრიფი საიდუმლო და არავის არ ჰქონდა საქმეში ჩახედვის უფლება, სახეზეა დანაშაულის ნიშნები ბატონო თადუმაძევ და დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება, პირველ რიგში უნდა იყოს დაკითხული ბატონი კობახიძე და ის პირები, ვინც მას საქმის მასალები გადასცა“.

ლევან სამუშია ასევე ეხმაურება ირაკლი კობახიძის თანაგუნდელების განმარტებებს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ “კაბელების საქმესთან” გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნავს:

სასაცილოა კობახიძის თანაგუნდელების განცხადება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ნახევრად გრიფირებულ საქმეს გაეცნო.

კობახიძის განცხადებისთანავე საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაეწყო გამოძიება. აქ არის დანაშაულის ნიშნები, ცალსახად იკვეთება დანაშაულის ნიშნები.

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზეა საუბარი ელემენტარულად, მაგრამ “გაპრავება” კობახიძის და მისი მეგობრების მხრიდან, რომ ნახევრად გრიფირებულ საქმეს გაეცნო – ეს არის უბრალოდ სასაცილო, ამას ჯობია საერთოდ არ თქვან არაფერი, ვინაიდან მაშინ მიგვითითონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რაიმე ნორმა, რის საფუძველზეც შესაძლებლობა ექნებოდა სისხლის სამართლის საქმეს გასცნობოდა ბატონი კობახიძე, თუნდაც ნახევრად გრიფრებულს, რასაც ლაპარაკობენ ამ სასაცილო ტერმინს, რის საფუძველზე გაეცნო და მოუწოდონ პროკურატურას, ვინ გააცნო თქვენგან ეს საქმე კობახიძეს.

აცნობენ თუ არა მაჩალიკაშვილის მამას თავისი შვილის მკვლელობის საქმეს?-თუ მას არ აცნობენ თავისი შვილის მკვლელობის საქმეს, რატომ აცნობენ კაბელების საქმეს ამ შემთხვევაში კობახიძეს?!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *