შაბათი, აპრილი 20, 2024

მხუთავი აირის გაჟონვამ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ქეთევან წამებულის 67 ნომერში უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა.

შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. გარდაცვლილებს შორის იყო ერთი ოჯახის 2 წევრი – მამა-შვილი.

“ყაზტრანსგაზ თბილისის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ადგილი ჰქონდა ბინის მფლობელის მიერ გამათბობლის თვითნებურ დაერთებას. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათ, ბინაში გაზის ჩაჭრის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვთ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ახლობლებს!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული