რატომ გაქრა ფეისბუქ-ჯგუფებიდან ათასობით წევრი?

2019 წლის იანვარი ცვლილებებით დაიწყო ფეისბუქ ჯგუფების ადმინებისა და მოდერატორებისთვის. თითქმის ყველა ჯგუფიდან მოულოდნელად გაქრა ათასობით წევრი და ამის მიზეზად ფეისბუქმა ჯგუფებში გაწევრიანებული ადამიანების ინტერესები დაასახელა. ჯგუფის წევრების რაოდენობას მოაკლდნენ ის ადამიანები, რომლებიც ავტომატურად იყვნენ დამატებული გაერთიანებაში და ერთხელაც არ მოუნახულებიათ ის. ეს წევრები ფეისბუქმა გადაიყვანა მოწვეულ წევრთა სიაში.

როგორც ადმინებთან გამოგზავნილ შეტყობინებაშია მითითებული, ფეისბუქს სურს დარწმუნდეს, რომ ჯგუფში გაწევრიანებული ადამიანებისთვის ის რელევანტური და მნიშვნელოვანია, ამიტომ ცვლის ჯგუფში დამატების წესებს. ახლა, როცა ჯგუფში მოვიწვევთ ადამიანს, მას შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს ეს მოწვევა. ადრე ჯგუფში გვამატებდნენ მეგობრები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჩვენთვის ეს ჯგუფი საინტერესო იქნებოდა და ჩვენც ავტომატურად ვხდებოდით ჯგუფის წევრი.

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ადმინებსა და მოდერატორებს საშუალება ექნებათ, შეტყობინება-შეხსენება გაუგზავნონ იმ წევრებს, რომლებმაც მოწვეულთა სიაში გადაინაცვლეს და კვლავ სთხოვონ ჯგუფში გაწევრიანება.

ლილე გიორგიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *