პარასკევი, აპრილი 19, 2024

მანანა ჯებაშვილი: “უნდა გაფართოვდეს ონკოლოგიური პროგრამა, რომელიც მოიცავს დაავადების ყველა ეტაპზე, ყველა სტადიაში, ყველა მეთოდით მკურნალობას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან”

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ჯანდაცვის სპეციალისტი, მანანა ჯებაშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშვებული ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ქრონიკული დაავადებების მკურნალობასთან ერთად, პირველადი  ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაა, რომელიც მოახდენს სხვადასხვა მძიმე დაავადებათა პრევენციას და ადრეულ სტადიაზე მათ გამოვლენას.

ჩვენი ჯანდაცვის პროგრამა, სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად,  ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას, დაავადებათა პრევენციას და პროფილაქტიკას. ეს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის ხშირ და საფუძვლიან შემოწმებას და შესაბამისად, დაავადებათა თავიდან აცილებას ან ადრეულ სტადიაზე გამოვლენას. ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა მოხდეს უკვე დაავადებული ან მძიმე პაციენტების მკურნალობა. არამედ, პირიქით, ჩვენი ხედვით, უნდა გაფართოვდეს ონკოლოგიური პროგრამა, რომელიც სკრინინგის გარდა მოიცავს დაავადების ყველა ეტაპზე, ყველა სტადიაში, ყველა მეთოდით მკურნალობას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან”- განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული