ლევან სამუშია: “მე მაქვს კითხვა – დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებები სარალიძის საქმეში და იმსხვერპლა თუ არა მაჩალიკაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელმა?”

ერთი თვის წინ “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ლევან სამუშია ეხმაურებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და კონკრეტული შეკითხვებით მიმართავდა დღევანდელ ხელისუფლებას:

– ვერც ,,ქოცობას“ დამწამებს ვინმე და ვერც ,,ნაცობას“, ამიტომ, ჩემსას საუბრისას ცხრა წელს თავი დაანებოს ყველამ.
ვილაპარაკოთ დღევანდელ ვითარებაზე. მით უფრო, რომ საერთოდ გაუგებარია ჩემთვის ვინ ,,ქოცია“ და ვინ ,,ნაცი“ ამ ხელისუფლებაში.

– მაინტერესებს, „ქართულმა ოცნებამ“ რა უფლებით უნდა ისაუბროს სასამართლოზე და იქ მიმდინარე სიტუაციაზე?!
რა უფლებით და ნამუსით საუბრობენ გირგვლიანის საქმეზე, როცა ამ საქმის მოსამართლე დაწინაურებული ჰყავთ, მოლაშვილის საქმის მოსამართლე კაპანაძე, უვადოდ დანიშნეს, თეთრაძის მოსამართლე გოგინაშვილი კი, პირველი ინსტანციიდან სააპელაციოში გადაიყვანეს და დღეს უკვე უვადო მოსამართლეა?!

– პასუხი არ უგია და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიცემულა არც ერთი პროკურორი, ვინც წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებრივი ქმედებების შემსრულებელი იყო. რიჟამაძე დღეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორია. იცით რატომ? ის ამ ხელისუფლებასაც დასჭირდება და გამოიყენებს. უკვე, იყენებენ კიდეც.

– მე მაქვს კითხვა: დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებები სარალიძის საქმეში და იმსხვერპლა თუ არა მაჩალიკაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელმა?!

– მაინტერესებს, რატომ შევარდნენ მაჩალიკაშვილის სახლში? თუ დამნაშავე იყო, ბრალი რატომ არ წაუყენეს, როცა ადამიანი სასიკვდილო სარეცელზე იყო? რატომ იყო სროლის აუცილებლობა? როცა ადამიანი სასიკვდილო სარეცელზე იწვა, დაცვა რატომ ედგა და მაჩალიკაშვილს რა სტატუსი ჰქონდა? გამცენ პასუხი. მე სამართლებრივ სახელმწიფოზე ვსაუბრობ და არა იმ ჭორებზე, რასაც ვუსმენ.

ამ დღეებში რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებმა კი უფრო კატეგორიული გახადა ლევან სამუშიას პოზიცია და ახალი შეკითხვა-მოთხოვნები წაუყენა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას:

– ეს არის თავხედი ხელისუფლების თავხედური გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაათრევდა შვილმკვდარ მამებს ჩვენი პოლიცია.
– მე მივმართავ ,,ქართულ ოცნებას”, 7 დეკემბრამდე უთხარით მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზაზა სარალიძეს:
რა სამართლებრივი სტატუსი ჰქონდა მაჩალიკაშვილის შვილს?!
– რატომ შეუვარდა ხელისუფლება მაჩალიკაშვილებს სახლში?!
– რატომ ესროლეს მის შვილს?!
– რატომ მოუკლეს შვილი?!
– სამართლებრივი სტატუსის გარეშე, სასიკვდილო სარეცელზე მყოფ თემირლან მაჩალიკაშვილს რატომ ედგა დაცვა?!
– რა იყო ამ ყველაფრის სამართლებრივი საფუძველი?!
– რატომ გააყალბეს და ‘’გააფუჭეს’’ სარალიძის საქმე?!
– რატომ არ სთხოვენ პასუხს საქმის გამყალბებლებსა და ‘’გამფუჭებლებს’’?!
– რატომ არ უნდა იცოდეს ზაზა სარალიძემ ვინ მოუკლა შვილი და რატომ არ უნდა დაისაჯოს მისი შვილის მკვლელი?!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *