შაბათი, აპრილი 20, 2024

მთავარ პროკურატურასთან გაიმართა შვილმოკლული მამებისა და მათი მხარდამჭერების აქცია-პერფომანსი “ნუ გვაბოლებთ”

საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ აქცია გამართეს შვილმოკლულმა მამებმა და მათმა მხარდამჭერებმა. აქცია-პერფომანსით “ნუ გვაბოლებთ” პროკურატურის იმ ქმედებების გაპროტესტება მოახდინეს, რითიც, აქციის მონაწილეების აზრით, სამართალდამცავი უწყება ცდილობს გადაფაროს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მიერ გაჟღერებული სკანდალური თემები, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გამოძიების პროცესში დაშვებულ სერიოზულ დარღვევებთან თუ სხვა ფაქტებთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო. “ნუ გვაბოლებთ” ასე მიმართეს შვილმოკლულმა მამებმა პროკურატურას.

პროკურატურა ცდილობს სხვადასხვა ხერხებით გადაფაროს ჩემი შვილის მკვლელობის თემა და მით უფრო მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელობის საქმე” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ გაიხსენა მისი შეხვედრა ახლადდანიშნულ საქართველოს მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან:

როცა დაინიშნა ბატონი თადუმაძე და როცა შევხვდი, მაშინ თქვა, რომ “კაცურ სიტყვას გაძლევ პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს, ერთ ან ორ კვირაში შეგეხმიანები დავჯდეთ და ვისაუბროთო”, მას შემდეგ ამდენი ხანი გავიდა და არავინ შემხმიანებია. ალბათ იმიტომ, რომ არაფერი აქვთ სათქმელი. აბა რა უნდა მითხრას – სუბელიანის გამო არ ვიჭერ შენი შვილის მკვლელებსო?! თუ ნამუსი შერჩენიათ უნდა მოვიდნენ აზრზე. ახალი დანიშნული ბრძანდება თადუმაძე და მიცემულ სიტყვასაც არ ასრულებს” – აღნიშნა ზაზა სარალიძემ

მალხაზ მაჩალიკაშვილი კი ხაზს უსვამს იმას, რომ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ სისტემაში არ არსებობს ნება, რათა დაისაჯონ დამნაშავეები.

შვილმოკლული მამების განცხადებით აქციები არ დასრულდება მანამ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული