ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

სამი დღის განმავლობაში მოთხოვნა და პოზიცია ვერ გაახმოვანეს ისეთი, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური – მამუკა მდინარაძე

 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოთქვამს თავის მოსაზრებებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

თქვენ ნახეთ, რომ სამი დღის განმავლობაში მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს ისეთი, პოზიციაც კი ვერ გაახმოვანეს ისეთი, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური. ხან გვთავაზობენ გერმანულ მოდელს, ხან 100 ხმით თითქოს გასული იყო კანონპროექტი და ა.შ. მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ატარებდნენ თითქოს საკონსტიტუციო რეფორმებს, მაგრამ თითი თითზე არ დაუდიათ, რომ შეეცვალათ კონსტიტუცია იმდაგვარად, უზრუნველყოფილი რომ ყოფილიყო პროპორციული არჩევნები. შესაბამისად, ამ ხალხისგან პროპორციულ არჩევნებზე აღშფოთება ცოტა არარელევანტულია.

პირველად საქართველოს ისტორიაში “ქართულმა ოცნებამ”, ანუ ჩვენ, ჩავწერეთ პროპორციული არჩევნების შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში. ეს მანამდე არავის მოუფიქრებია, არავის გაუვლია აზრად. ახლა საუბარია მხოლოდ ვადის გადმოწევაზე, ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა აღსრულებული. შესაბამისად, 2020 წელს, გაიმართება შერეული სისტემით არჩევნები.

საკანონმდებლო ორგანო და ნებისმიერი სახელმწიფო უწყება გააგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებას. თუ იქნება უკანონო ქმედებები, ამას, სახელმწიფო, ყოველთვის, როგორც წესია დემოკრატიის პირობებში, დაუპირისპირებს კანონს და მაქსიმალრად შეეცდება, რომ აღიკვეთოს ნებისმიერი უკანონო მოქმედება,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული