პარასკევი, აპრილი 19, 2024

სამთავრობო ცვლილებები მოლდოვაში: მაია სანდუს ნაცვლად იონ კიკუ

5-თვიანი საქმიანობის შემდეგ პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს მთავრობას, მოლდოვის პარლამენტმა, უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა, რასაც 63 დეპუტატი დაეთანხმა 101-დან.

გადაყენებულმა პრემიერმა პარლამენტი დაადანაშაულა იმაში, რომ მათ არ უნდათ ძლიერი მთავრობა, რომელიც მოაწესრიგებს მნიშვნელოვან საკითხებს ქვეყანაში, მათ შორის შიდა ფინანსირების.

უნდობლობის გამოცხადების მიზეზი კი გახდა მინისტრთა კაბინეტის საკანონმდებლო ინიციატივა, ქვეყნის გენერალური პროკურორის დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ინიციატივის თანახმად გენერალური პროკურატურის წარდგენის პრეროგატივა უნდა ჰქონოდა მთავრობის მეთაურს, სოციალისტების აზრით კი – იგი იუსტიციის მინისტრმა უნდა დაასახელოსო.

აღსანიშნავია რომ მთავრობის უნდობლობის ვოტუმის პროექტიც მოლდოვის სოციალისტური პარტიას ეკუთვნის, რომელის ლიდერიც პრეზიდენტი იგორ დოდონია.

იგორ დოდონმა ახალი პრემიერის კანდიდატურად იონ კიკუ დაასახელა. რომელსაც ამ პოსტზე დასანიშნად მხარი დაუჭირა 62-მა დეპუტატმა, სოციალისტებმა და დემოკრატებმა.

იონ კიკუ 47 წლისაა, დაოჯახებული, ჰყავს 3 შვილი, უპარტიო, ძირითადად საქმიანობდა ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული