პარასკევი, მარტი 29, 2024

სულ მცირე არაგონივრული ან მიზანმიმართული მავნებლობაა მთავრობის მხრიდან რუსეთთან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება და რუსეთის ბაზარზე მარკეტინგისთვის ათობით მილიონის დახარჯვა – თამთა შამათავა

რუსეთის ავიასანქციებთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან სპეკულაციებსა და ტურიზმის სფეროში მთავრობის პოპულისტურ, არამიზნობრივ ხარჯებზე ამახვილებს ყურადღებას “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, თამთა შამათავა და მას არაგონივრული ან მიზანმიმართული მავნებლობად მიიჩნევს:

რუსეთის ავიასანქციების მიუხედავად, 10 თვეში ვიზიტორთა რიცხვი 8 მილიონს აჭარბებს. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ შესაძლებელი ყოფილა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მინიმუმადე შემცირება. მთავარია, ამის პოლიტიკური ნება არსებობდეს.

რამდენიმე წელია, მთავრობა საპირისპიროს გვიმტკიცებს და გვეუბნება, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერება მნიშვნელოვანია. გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ, სანქციების შემდგომ ჩამწკრივებული მთავრობის წევრები, რომლებიც პუტინის გადაწყვტილების გამო აპოკალიფსს გვიწინასწარმეტყველებდნენ და თან, ამაზე, პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებდნენ.

ამავე მიზეზით, რომ პუტინის სანქციები ეკონომიკურად დაგვაზიანებდა, მთავრობამ რუსეთთან ფრენების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 600 ათასი ევრო გამოყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2013-2018 წლებში რუსეთში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის კამპანიებისთვის 13 მლნ ლარი დახარჯა.

დღეს, კონკრეტული რიცხვები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რუსეთთან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება და წლების განმავლობაში რუსეთის ბაზარზე მარკეტინგისთვის ათობით მილიონის დახარჯვა იყო, სულ მცირე, არაგონივრული ან მიზანმიმართული მავნებლობა მთავრობის მხრიდან. ამის საპირწონედ, ჩვენ გუნდს ჰქონდა ინიციატივა – ,,საქართველო ახლოსაა“, რაც გულისხმობს პირდაპირ ფრენებს ისეთ დიდ ქალაქებთან, როგორიცაა ლვოვი, დნეპროპეტროვსკი, სოფია, ბუქარესტი, გდანსკი, კრაკოვი, ვროცლავი, რიგა, ვილნიუსი და ა.შ.

ვიზიტორების რიცხვის კიდევ უფრო გაზრდისთვის, მნიშნელოვანია, საქართველოში ჩამოსვლა მარტივი იყოს, პირდაპირი ფრენები გვქონდეს ისეთ დიდ ქალაქებთან, სადაც საქართველოს მაღალ ცნობადობა აქვს. ასევე, საერთაშორისო მარკეტინგისთვის თანხები დაიხარჯოს მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, საიდანაც ჩამოსული ვიზიტორი ბევრად მეტს ხარჯავს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც საქმიანი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნავს თამთა შამათავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული