სახელმწიფომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვა და შეძლო პრევენცია იმ შესაძლო სიტუაციების, რომელიც შეიძლება დაპირისპირებაში გადაზრდილიყო – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა გუშინ კოსტავას გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას. როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა ინციდენტებზე და გაანეიტრალა სიტუაციები.

სახელმწიფომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვა და შეძლო პრევენცია იმ შესაძლო სიტუაციების, რომელიც შეიძლება ფიზიკურ კონტაქტსა და დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. ერთეულ ფაქტებს, სადაც ადგილი ჰქონდა, ვადევნებდი თვალს მედიით, პოლიციამ მოახდინა მყისიერი რეაგირება და მოხდა ამ სიტუაციების განეიტრალება.

თუ რა პასუხისმგებლობა უნდა იყოს გამოკვეთილი, ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი, ამას ქვეყენაში არეგულირებს კანონი და ის ინსტიტუტები, რომელიც ამ კანონის განხორციელებაში არიან პასუხისმგებელნი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *