ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო – ბიძინა ივანიშვილი

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ჟურნალ “Entrepreneur”-თან ინტერვიუში საუბრობს თავისი გეგმების შესახებ ქველმოქმედებაში. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, დაგეგმილი აქვს, რომ თავისი ქონების 90% ქველმოქმედებას მოახმაროს:

მე ადრეც არაერთხელ მაქვს გაცხადებული და ახლაც ვადასტურებ, რომ ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო.

სხვათა შორის, ეს განაცხადი, როგორც ჩანს, არ მოეწონათ სიცრუეზე და ცილისწამებაზე ორიენტირებულ ოპონენტებს და ყველანაირად ეცადნენ, მიეჩქმალათ იგი.

სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მე მირჩევნია, თუნდაც საგრძნობი დანაკარგით დავიბრუნო ინვესტიციის ნაწილი, რომელმაც კატალიზატორის როლი უკვე შეასრულა და დროულად წარვმართო ეს სახსრები ფართო, საზოგადო მნიშვნელობის ამოცანებზე, ვიდრე ერთ პროექტში ხანგრძლივად ჩავტოვო ეს რესურსი. თუმცა, არც იმის ილუზია მაქვს, რომ ასეთი ინვესტიციატევადი, ანუ ძვირი პროექტების შეძენის სურვილი ბევრს გაუჩნდება და შესაძლოა, მათი მართვა დიდხანს მომიწიოს, მაგრამ პრინციპი არ იცვლება − ნებისმიერი შემოსავალი ამ ობიექტებიდან, ექსპლუატაციის პროცესშიც იმავე პროპორციით დაიხარჯება, როგორც გაყიდვის შემთხვევაში − 90/10-ზე.

სხვათა შორის, ოპონენტებს შეუძლიათ ქმედითი მონიტორინგი დააწესონ ამ პირობის შესრულებაზე, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ამას არ იზამენ − ისინი ხომ ფაქტებს და სიმართლეს ვერ უმკლავდებიან? ამიტომ ვვარაუდობ, რომ ისევ სიყალბისა და ცილისწამების მეთოდს აირჩევენ ოპონირებისთვის“, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული