გრიპი: საყურადღებო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები

ჯანდაცვის სამინისტრო, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან და გრიპის ვირუსული დაავადებების მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით, საყურადღებო ინფორმაციებს ავრცელებს

გრიპი არის ინფექციური დაავადება, რომელიც გადაეცემა ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას. ძირითადი სიმპტომებია: ცხელება და შემცივნება, ხველა, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა.

გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და ლეტალური შედეგიც კი, ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

გრიპის პრევენციის ძირითადი საშუალება სეზონური ვაქცინაციაა.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალი რისკ-ჯგუფის მოქალაქეებს უფასოდ უტარდებათ, რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან:

• დიაბეტის მქონე პირები;
• დიალიზზე მყოფი პირები;
• C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
• აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
• მუკოვისციდოზით დაავადებულნი.
• ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები
და მათი მომვლელი პერსონალი;
• ორსულები.

სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული ჯგუფები

• სამედიცინო პერსონალი
• ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი
• ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კონტინგენტი.
• თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები
• პენიტენციური სისტემის მომსახურე პერსონალი.

ცნობისათვის: დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 1515

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *