თუ სალომე ზურაბიშვილი გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, მორატორიუმს დაარღვევს და თუ მორატორიუმს დაარღვევს სხვა მსჯავრდებულებიც უნდა შეიწყალოს – ალექსანდრე ელისაშვილი

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ისაუბრა ტელეკომპანია “ფორტუნა”-ს ეთერში “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა. ალექსანდრე ელისაშვილის აზრით პრეზიდენტი თუკი შეიწყალებს მსჯავრდებულ დეკანოზს, მაშიმ მან სხვა პატიმრების საქმეებიც უნდა განიხილოს:

პრეზიდენტი ახლა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მორატორიუმი აქვს გამოცხადებული შეწყალებაზე, რაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იდიოტიზმია. თავის უფლებამოსილებას გამოუცხადა მორატორიუმი, გაგიგიათ ასეთი რამ?!

ეხლა თუ შეიწყალებს მამალაძეს, როგორც სინოდმა ერთხმად მიმართა, მაშინ მან მორატორიუმი უნდა დაარღვიოს, ეს რაღაცა სულელური მორატორიუმი, ხოლო თუ მორატორიუმს დაარღვევს, მაშინ სხვა მსჯავრდებულებიც უნდა შეიწყალოს,” – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *