პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თანამშრომლობისას ე.წ. წითელ ხაზებს ავლებს კონკრეტულ პარტიებთან მიმართებაში და მისი აზრით “ქართულ ოცნებას” არ ექნება მათთან პარტნიორული ურთიერთობები:
“არიან “ნაცები,” “შმაცები” და “შმაცუნები” და მათთან კოალიციის შეკვრა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია.
ასევე არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას – ეს არის, მაგალითად, პატრიოტთა ალიანსი, დემოკრატიული მოძრაობა მათთანაც, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან შეუძლებელია კოალიციის ფორმირება.
სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა 60%-ის აღება, თუკი 60%-ს ვერ ავიღებთ, ჩვენ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება“, აცხადებს ირაკლი კობახიძე.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება