სტრატეგია “აღმაშენებლის” იდეის გამეორება მხოლოდ პოპულიზმია და მეტი არაფერი – გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარეს, სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ავტორ გიორგი ვაშაძეს მორიგ პოპულისტურ განცხადებად მიაჩნია ჯანდაცვის მინისტრის მცდელობა, როგორმე რეაგირება მოეხდინათ სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებზე:

“საყურადღებოა, რომ სტრატეგია აღმაშენებლის „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ პრეზენტაციას ასე მოკლე დროში მოყვა გამოხმაურება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ფაქტიურად, ყველა პრიორიტეტი და მიმართულება, რომელიც ჩვენ 16 ოქტომბერს გავაჟღერეთ, დღეს გაიმეორა ქალბატონმა მინისტრმა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი პრეზენტაციის ტექსტიც და სტილისტიკა, რომელიც საიტზეც განვათავსეთ, კარგად შეუსწავლია მინისტრს და თავის იდეადაც გაასაღა.

დიახ, მინისტრმა ჩვენი პრეზენტაციის შემდეგ აღიარა ჯანდაცვაში არსებული პრობლემები, თუმცა არ დაუკონკრეტებია გადაჭრის გზები. ასე, რომ სტრატეგია “აღმაშენებლის” იდეის გამეორება მხოლოდ პოპულიზმია და მეტი არაფერი, მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა, როგორმე რეაგირება მოეხდინათ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინიციატივებზე. ესაა დღევანდელი ხელისუფლების მაქსიმუმი, მათ მხოლოდ ოპონენტების იდეების მითვისება შეუძლიათ, რაიმე ღირებულის შექმნა კი არა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

One thought on “სტრატეგია “აღმაშენებლის” იდეის გამეორება მხოლოდ პოპულიზმია და მეტი არაფერი – გიორგი ვაშაძე

  • ოქტომბერი 31, 2019 at 1:01 pm
    Permalink

    ქოცხელისუფლება მარიონეტების ხელისუფლებაა. მარიონეტს საკუთარი გონება და ნება რომ გააჩნდეს, ძაფებზე კი არ იქნებოდა ჩამოკიდებული

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *