სახელმწიფო კი არა – “ფარჩაკების სხადნიაკია” – თაკო ჩარკვიანი

უმნიშვნელოვანესი ფაქტების თავის დროზე დამალვას და “საჭირო” დროს გაჟღერებას ეხმიანება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი და აბსოლიტურად მიუღებლად მიაჩნია ასეთი ქცევა, ხოლო ქვეყანაში არსებულ რეალობას უმწვავეს შეფასებას აძლევს:

“ესენი” გამაგიჟებენ – ხაზარაძემ 2017 წელს, პირდაპირ მოღალატეობრივი “ჩვენება”- განცხადება მოისმინა, პირდაპირ ივანიშვილისგან და დამალა, არ თქვა შეინახა ინფორმაცია და ამ ყოველივეს მოსმენის შემდეგ, ხალხს მოუწოდებდა, საპრეზიდენტო არჩევნებში პ-რეზიდენტი ზურაბიშვილი აირჩიეთო ანუ კვლავ გაუმყარა პოზიციები ივანიშვილს (შოთაძით “აკაჩავებდნენ” თურმე), ხოლო საპატრიარქოს მაღალი იერარქიის წარმომადგენელმა იაკობმა განაცხადა, პირდაპირ პრემიერ კვირიკაშვილის კაბინეტში მითხრეს, პატრიარქის მკვლელობას გეგმავდნენ, ივანიშვილ, გომელაურ, გახარია და ძმანნი მისნიო, ასევე დამალა და არ თქვა ეს ინფორმაცია.

მოკლედ, ქვეყანა კი არა “მურკების და ჰარიფების, ძველი ბიჭების და მათი “ხელისბიჭების“, საერთო ჯამში კი სახელმწიფო კი არა – “ფარჩაკების სხადნიაკია”! მიტაცებულია სახელმწიფო… 2020-ში ხელისუფლებას ამნისტიას სთავაზობს ბოკერია, თან ამბობს “გარიგებული კი არ ვარ ისე ვთავაზობო”, ჰოდა ვისაც სჯერა… აბა ჰეეე!”, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *