პარასკევი, აპრილი 19, 2024

პრეზიდენტმა შეუწყვიტოს უფლებამოსილება ანა დოლიძეს! – დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის წინააღმდეგ, ფეისბუკის პირად გვერდზე, კონკრეტულ მასალებს ასაჯაროვებს, ამავე საბჭოს მოსამართლე წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი.

ამ ამონაწერებით დასტურდება, რომ ანა დოლიძე კერძო სამართლის იურიდიულ პირებში იკავებს ხელმძღვანელობით (წარმომადგენლობით) თანამდებობებს, რაც, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის, მე-2-პრიმ მუხლის 1-ლი პუნქტის და მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ნორმების თანახმად, შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი წევრის თანამდებობასთან. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ასეთი შეუთავსებლობა საბჭოს რომელიმე მოსამართლე წევრს ჰქონოდა, რა ამბავს ატეხდნენ ჩვენი ,,მიუკერძოებელი“ არასამთავრობო სექტორი, ანა დოლიძის დამცველი პოლიტიკოსები, ,,ექსპერტები“ და თუნდაც სახალხო დამცველი. ამ შემთხვევაში კი, ისინი დუმან!

დღევანდელ სხდომაზე დეტალურად დავასაბუთე, რომ ანა დოლიძე არის პოლიტიკოსი, მკაფიოდ გაცხადებული საარჩევნო მიზნებით და საბჭოს ტრიბუნას იყენებს პოლიტიკურ სექტორში საბოლოო, სარფიანი გადაბარგებისათვის, რაც, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ასევე შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობასთან. მოსამართლე წევრების დასჯას არასამთავრობო სექტორი, ბესელია და მსგავსი პოლიტიკოსები მოითხოვენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათი უსაფუძვლო თავდასხმებისგან ვიცავთ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს; მართლაც პოლიტიკური საქმიანობა რომ განვახორციელოთ, დოლიძესავით, წარმოგიდგენიათ, რას მოიმოქმედებდნენ?! ახლა კი, დოლიძის დარღვევებზე მრავლისმეტყველი დუმილი, პირიქით, ბესელიამ დღეს ისევ ჩემი დასჯა მოითხოვა, კანონიერი მოსაზრებების გამოთქმისთვის 

განა გასაკვირი არაა ასეთი ორმაგი სტანდარტი? მაგრამ მე და ჩემი კოლეგები, ამ უსამართლობის მიუხედავადაც, გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. მადლობა მინდა გადავუხადო საბჭოს ყველა წევრს, ვინც დღეს მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას – საქართველოს პრეზიდენტმა შეუწყვიტოს უფლებამოსილება ანა დოლიძეს!” – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.

დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ წარმოდგენილი მასალები:

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული