პარასკევი, აპრილი 19, 2024

სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფომ საჩუქრად გადასცეს მხუთავი აირის გაჟონვის ამომცნობი ელექტროდეტექტორები – თეონა ჭალიძე

მხუთავი აირით გამოწვეული სიკვდილიანობიდან გამომდინარე და სოციალურად დაუცველი ოჯახების შესაძლებლობების გათვალისწინებით “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ხელისუფლებას მნიშვნელოვან ინიციატივას სთავაზობს:

„ბოლო არასრული 4 წლის განმავლობაში, 104 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად. ეს მონაცემები არის მზარდი და წინა წლებთან შედარებით სამჯერ გაზრდილი. თითოეული შემთხვევა დიდი ტრაგედია და ყოველი მათგანისთვის საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, რაც შეამცირებს მსგავს შემთხვევებს.

„ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის წევრები, ყოველდღიურად მივდივართ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახებთან, რომლებსაც აქვთ მძიმე სოციალური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები კი განსაკუთრებით მძიმე. ასეთ ოჯახებში მეტია რისკი იმისა, რომ გამათბობლები სტანდარტების დაცვის გარეშე იყოს დამონტაჟებული.

გამოვდივართ ინიციატივით, 125 ათას ოჯახს, რომელთაც აქვთ ყველაზე დაბალი ქულები და ასეთი არის ნახევარი მილიონი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცეთ მხუთავი აირის გაჟონვის ამომცნობი ელექტრო დეტექტორები, რაც, ჩვენი გათვლებით, დაჯდება 5 მლნ ლარი. ეს არ არის ის თანხა, რომლის გადახდაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სახელმწიფოს უნდა უღირდეს“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული