პარასკევი, მარტი 29, 2024

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით იქნა არჩეული.

ენერგეტიკული სექტორი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ვალდებულება აღებული ევროკავშირის წინაშე, რათა ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მოხდეს, მისი გარდაქმნა მოხდეს, ბაზრის გახსნა მოხდეს მაქსიმალურად. აქედან გამომდინარე, ჩვენ არა ერთი რეგულაცია გვექნება მისაღები, რომელიც სისტემას გადააწყობს, ახლებურად მოაწყობს და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი, უნდა აისახოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, იმ აბონენტებზე, რომლებიც ჩვენგან ელოდებიან მნიშვნელოვან სიკეთეებს“, – აცხადებს დავით ნარმანია.

დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული