მე მატროსოვის ციხეში უნდა ვიჯდე და ამ უდიპლომო თაღლითებმა ქვეყანა მართონ?! – ირაკლი ოქრუაშვილი

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდის  გენერალურ პროკურორების შესახებ საუბრობს “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი, ფეისბუკის პირადი გვერდიდან:

ივანიშვილის მმართველობის 7 წლის თავზე მოვესწარით:

– სექსუალურად მომწიფებულ გენერალურ პროკურორს;
– ბოტასების ქურდ გენერალურ პროკურორს;
– უდიპლომო ( ყალბი დიპლომის მქონე) გენერალურ პროკურორს.

ერთადერთი სამიანი უნივერსიტეტში ალიკა რონდელმა დამიწერა. ორი თვე ვდიე, რომ გადამებარებინა.

ეკონომიკის მინისტრობიდან რომ გადავდექი, ინგლისში წავედი და ლონდონის ბიზნეს სკოლაში ჩავაბარე. წიგნებით გამოტენილი “რუგზაკით” დავდიოდი ლექციებზე “ყველაფრის ნამინისტრალი” ამხელა კაცი პატარა ბავშვებთან ერთად.

რას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო? თუ ბოლოს მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?

მაგრამ რა მიკვირს? ივანიშვილს მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი წიგნი აქვს წაკითხული – ილფისა და პეტროვის “ თორმეტი სკამი”, ისიც იმიტომ, რომ მთავარ გმირ ოსტაპ ბენდერში საკუთარი თავი ამოიცნო“, – აღნიშნავს ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *