ატოცში ხდება სრული ლუსტრაცია იმისა, თუ როგორ გაყიდა ბიძინა ივანიშვილმა სამშობლო – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე ატოცში მავთულხლართების გავლების პროცესის განახლებას ეხმიანება:

აქ ხდება სრული ლუსტრაცია იმისა, თუ როგორ გაყიდა ბიძინა ივანიშვილმა სამშობლო.

იგი წარმოადგენს პუტინნაცვალს, კრემლის წარმომადგენელს საქართველოში და ეს მორიგი გადაღობვაც შეთანხმებულია რუსეთის გენერალურ შტაბთან და მიცემულია აქედან პირობა, რომ არავითარი დისკომფორტი მათ ამ გადაღობვის პროცეში არ შეექმნებათ, იმ დონეზეც კი, რომ კამერების ჩხაკუნმა არ შეუშალოს ხელი რუს ოკუპანტებს, რომლებიც იქ ქართულ მიწას თხრიან და ღობავენ“, – აღნიშნავს შალვა ნათელაშვილი.

ასევე მთავრობის წევრების პრიორიტეტზე ამახვილებს ყურადღებას ლეიბორისტების ლიდერი:

მთავრობა ვაშლის ბაღებში კი არ უნდა დადიოდეს და პრემიერ-მინისტრი, იქ უნდა იყოს, სადაც იღობება.

აქ უნდა იყოს ჩამოყვანილი დიპლომატიური კორპუსი. მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები, უნდა იდგეს ფეხზე – გაერო, უშიშროების საბჭო, NATO, ეუთო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო.
უნდა იდგეს აქ CNN-ის, Fox News-ის, BBC-ის პირდაპირი ჩართვის ჯგუფები, რომლებიც მსოფლიოს აჩვენებენ, რა საშინელებასთანაა საქმე, პუტინის რეჟიმის სახით. რომელსაც შეუძლია მთელი მსოფლიოს მართლწესრიგი ააფეთქოს და მხოლოდ, ამის შემდეგ დაიხევენ ისინი უკან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *