„ქართუ ფონდს“ არასდროს უთქვამს უარი ინტერნეტიზაციის პროექტზე – ნათია თურნავა

ინტერნეტიზაციის პროექტში „ქართუ ფონდის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით წამოჭრილ თემას და ამასთან დაკავშირებით მედიის მხრიდან დასმული კითხვის საპასუხოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ქართუ ფონდს“ არასდროს უთქვამს უარი ინტერნეტიზაციის პროექტზე – ის ყოველთვის გამოხატავდა და დღესაც გამოხატავს მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას ჭირდება დახმარება და სადაც კერძო ბიზნესის ინტერესი დაბალია.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, კერძო სექტორთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემაზე.

თავის დროზე, როდესაც ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო, „ქართუ ფონდმა“ სოლიდური თანხები გაიღო და დააფინანსა როგორც სტრუქტურის შექმნა, ასევე პირველადი კვლევები, რასაც ჩვენ ახლა ვიყენებთ. შემდგომში, რა მოდელითაც ყალიბდებოდა ეს პროექტი, ამან გამოიწვია გარკვეული კრიტიკა კერძო სექტორიდან, რამაც, გარკვეულწილად, შეაფერხა პროექტის განვითარება. ახლა ვაკეთებთ ამ მოდელის განახლებას, რომელიც უნდა იყოს ისეთი, რომ კერძო ბიზნესთან არ შევდიოდეთ კონკურენციაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, როგორ და რა გზით განვითარდება პროექტი, რომელიც, მინისტრის შეფასებით, ძალიან საჭიროა. „ვფიქრობთ, რომ სწრაფად განვაახლებთ ინტერნეტიზაციის პროექტს და როდესაც იქნება უკვე დაზუსტებული ბიუჯეტი და მოდელი, მერე ვისაუბრებთ მისი დაფინანსების წყაროებზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *