ქვეყნის ყველა მოქალაქეს, დანიშნული იქნები იგი არჩეული, რიგითი თუ თანამდებობის პირს, შეწყალების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
“მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას. ყველას უნდა გვესმოდეს მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას.
როდესაც გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, კონონმდებლობის შესაბამისად, ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ პოზიციას იზიარებს“, – აცხადებს თეა წულუკიანი.
ცნობისათვის: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ ცალკეულ პირებთან დაკავშირებით, გამოწვეული უკმაყოფილებისა და ვნებათაღელვის გამო, დღის წესრიგში დადგა საკითხისის შესწავლა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ამ ფორმატში სავარაუდოდ განხილული იქნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაც.