თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყლის ანალიზი ადასტურებს წყალში დიდი რაოდენობით ნაწლავის ჩხირის არსებობას – ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი, გარემოსდამცველი ნატა ფერაძე დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და პოსუხისმგებლობისკენ მოუწოდებს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” და თბილისის მერიას:

მოგვივიდა ლაბორატორიიდან თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყლის ჩვენს მიერ გაკეთებული ალტერნატიული ანალიზის პასუხი.
ანალიზი ადასტურებს წყალში დიდი რაოდენობით ნაწლავის ჩხირის (ეშერიხია კოლის) არსებობას, (ლაქტოზა დადებითის, რაც ნიშნავს, რომ დაავადების გამომწვევია).
1 წელია ამ ფაქტზე ინფორმირებულია ყველა სათანადო უწყება, რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია ფაქტს.
წყალი (კანალიზაცია ანუ) ამ მილიდან დღემდე ჩაედინება‼️
თბილისის 1/3-ს თბილისის ზღვის რეზერვუარიდან მიეწოდება წყალი.

“ჩავაზუსტებ.”
ეს კონკრეტული ანალიზი გაკეთდა ჩამდინარე წყლის ნიმუშზე ანუ უშუალოდ თბილისის ზღვის წყალი არ აგვიღია, არამედ ერთ-ერთი ჩამდინარე მილიდან.
აქედან გამომდინარე, ანალიზიც ჩატარდა ,,ჩამდინარე წყლის რეგლამენტების” შესაბამისად, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 ლიტრ ჩამდინარე წყალში დასაშვები დონეა 5 000 ცალი ნებისმიერი კოლიფორმი. ჩვენს ნიმუშში კი აღმოჩნდა 14 000 კოლიფორმული ბაქტერია, კერძოდ E.Coli. (ანუ ჩამდინარე წყლის ნორმაც დარღვეულია).
ამ ანალიზით ზუსტად ვიცით, რომ წყლის აღების მომენტში თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყალში ჩაედინებოდა ფეკალური მასებით დაბინძურებული წყალი.
რატომ არის ეს საგანგაშო?? ცხადია, წყალს აქვს ბუნებრივი ფილტრაციის უნარი და ასევე სასმელ წყალს მიკროორგანიზმებზე ამუშავებენ ფილტრაციის სხვადასხვა ეტაპზე (რასაც GWP იმტკიცება მთელი ეს ხანია), მაგრამ ეს არასოდეს არის იმის გარანტი, რომ პათოგენური მიკროორგანიზმი არ გაიპარება სასმელ წყალში, რადგანაც დარღვევა არის უფრო ადრინდელ ეტაპზე – სასმელი წყალი ბინძურდება ფეკალიებით და ეს არის დაუშვებელი სასმელი წყლის რეზერვუარებთან მიმართებაში.

მგონი მიკრობიოლოგი არ დარჩენილა თბილისში და ამერიკაში, ვისთანაც არ მილაპარაკია დღეს. ))
ხოდა მგონი მალე კიდე უფრო საგანგაშო ფაქტს დავდებთ თბილისის ზღვის წყალზე, ვიდრე ფეკალიებია.
აზბესტოზის მილით ჩამდინარე წყალს ანალიზიც არ უნდა, რომ ეს წყალი საშიშიაო.
ჯივიპის ანალიზი არ კეთდება აზბესტოზას შემცველობაზე.
აზბესტოზას უმცირესი ნაწილაკი იწვევს 1-1 ყველაზე აგრესიულ კიბოს – მეზოთელიომას.
არც წყლის ადუღება შველის (კრისტალია)“, – აღნიშნულ პოსტებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ნატა ფერაძე.

 

ლაბორატორიიდან მიღებული, თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყლის, ალტერნატიული ანალიზის პასუხი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *