ყველა რეგიონს შემოვივლით და ხელმოწერებს მოვაგროვებთ, რომ ეს სისტემა ვაიძულოთ შეიქმნას საგამოძიებო კომისია – მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შესაგროვებლად, შვილმოკლული მამა ამღამად რუსთავში ჩავიდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მთელ საქართველოს შემოივლის, ყველა რეგიონში მივა და შეაგროვებს 10 ათასობით ხელმოწერას, რათა ხალხის ასეთი მხარდაჭერის გათვალისწინებით აიძულოს ხელისუფლება შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია:

გორი იქნება, კახეთი იქნება, საქართველოს ყველა რეგიონს შემოვივლი და ხელმოწერებს მოვაგროვებთ, იმისთვის რომ მოქმედი ხელისუფლება, ეს სისტემა ვაიძულოთ შეიქმნას საკამოძიებო კომისია.

დღევანდელ ხელისუფლებას, მარტო თავიანთი ინტერესი აქვთ, მხოლოდ  თავიანთი შვილები, თავიანთი ოჯახები აინტერესებთ და დანარჩენი ქვეყანა ფეხებზე დაიკიდეს, მათ 100%-ით ნამუსი აქვთ დაკარგული. ვინ, სად და როგორ იქცევა, თვითონაც აზრზე არ არიან.

მე თემირლანს კაციშვილი არ დამიბრუნებს, მაგრამ ყველა იმ ადამიანს დავსჯი, ეს დღეს იქნება თუ ხვალ, ყველას დავსჯი“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *