ქართული მხარის მიერ ჩვენი შეხვედრის კომენტირება იწვევს ღიმილს და გაოცებას – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეფასებას აძლევს რუსეთის მხრიდან საქართველოსათვის დაწესებულ აკრძალვებს და ასევე ასაჯაროვებს გაეროს შტაბბინაში მისი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის შეხვედრისა და საუბრის კონკრეტულ დეტალებს:

როდესაც მიღებული იქნა საჰაერო ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება, ოპოზიციონერების აღმაშფოთებელი გამოხტომის საპასუხოდ, რომლებმაც ჩაშალეს მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, რაც იყო დაგეგმილი პროვოკაცია და მოხდა ძალადობა ჩვენი დეპუტატების მიმართ. ეს იყო დროებითი გადაწყვეტილება. ამ გადატყვეტილებას ჩვენ შევცვლით, მაშინ როცა მოხდება სიტუაციის ნორმალიზება, როცა საქართველოს ხელისუფლებაში გაითავისებენ მსგავსი ექსცესების აღკვეთის აუცილებლობას.

ამ დღეებში იყო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელმაც იკითხა ფრენების აღდგენის თაობაზე. მე ვკითხულობდი მის კომენტარებს, რომელმაც უფრო მეტი დრო დაიკავა, ვიდრე თვით ამ შეხვედრამ. სხვა საკითხებთან ერთად იგი (დავით ზალკანიანი, რედ.) დაინტერესდა, როდის იქნება შესაძლებელი საჰაერო ფრენების განახლება. მე მას ავუხსენი, რომ არასოდეს ვეძებდით ხელოვნურ მიზეზებს საქართველოსთან დასაპირისპირებლად და თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს პასუხისმგებლობის გრძნობით მიუდგეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხს და არ გაექცევა თვალი რუსოფობებისკენ, რომლებსაც ყოფილი პრეზიდენტი (იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი, რედ.) კვლავ ცდილობს დააპირისპიროს თბილისის მოქმედ რეჟიმს, პირადად მე ამ საჰაერო მიმოსვლებს აღვადგენდი.

ხოლო ქართული მხარის მიერ ჩვენი შეხვედრის კომენტირება იწვევს ღიმილს და გაოცებას“, – აღნიშნავს სერგეი ლავროვი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *