გაქვთ თუ არა ბოდიში მოსახდელი ქართველი ხალხისა და საზოგადოების მიმართ? – ეკა ბესელიას შეკითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. დღეს კომიტეტმა თამარ ალანიას მოუსმინა, რომლის მიმართაც ძალზე მწვავე პოზიცია და შეკითხვები ჰქონდა პარლამენტარ ეკა ბესელიას:

ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა, აღიარებული ფაქტია, რომ იყო რეპრესირებული პოლიტიკა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. ეს ხდებოდა არა აბსტრაქტულად, არამედ ხორციელდებოდა სასამართლოს ხელით.

სასამართლოს მხარეს იყო ყველაზე მეტი სამდურავი, რადგან ყველა უსამართლობა თავს იყრიდა სასამართლო ხელისუფლებაში.

დღეს, ამ გადასახედიდან, როგორც იმ პერიოდის სასამართლო სისტემის ერთ-ერთ წარმომადგენელს, გაქვთ თუ არა ბოდიში მოსახდელი ქართველი ხალხისა და საზოგადოების მიმართ?“, – მიმართავს ეკა ბესელია თამარ ალანიას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *