პარასკევი, აპრილი 19, 2024

დავარეგისტრირეთ ქართულ კონტექსტსა და მშრომელების საჭიროებებზე მორგებული ცვლილებები შრომის კოდექსისთვის – ბექა ნაცვლიშვილი

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი ბრიფინგზე „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი მოსაზრებით, ის პოზიცია, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გააჟღერა, ცალსახად გააუარესებს მშრომელების მდგომარეობას.

„თუ გადახედავთ გაფიცვების თემას, მშრომელთა ძირითად მოთხოვნას ხელფასების გაზრდა წარმოადგენს. თუ ჩვენ დავაწესებთ შეზღუდვას მხოლოდ სამუშაო დროზე (რითაც ავტომატურად 2 სამსახურში მუშაობის უფლებას წავართმევთ) და ამავდროულად არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს, ამით მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. წარმოიდგინეთ მაგალითად, ექთანი, რომელსაც აქვს 300 ლარი და იძულებულია სხვა სამსახურშიც იმუშაოს იმისთვის, რომ ოჯახი არჩინოს. თუ მას სხვა კლინიკაში მუშაობის უფლებას წავართმევთ და არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს, მაშინ მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება. ამიტომ ჩვენ უკვე დარეგისტრირებული გვაქვს შრომის კოდექსში ამ მიმართულებით შესატანი ცვლილებები, რომელიც ქართულ კონტექსტსა და მშრომელების საჭიროებებზეა მორგებული“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული