სამშაბათი, აპრილი 16, 2024

როდესაც არის კონკრეტული კითხვები საზოგადოებაში, კონკრეტული პასუხები სჭირდება ამას – მამუკა მდინარაძე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმიანება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაწყებულ გამოძიებას პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტთან დაკავშირებით:

როდესაც არის კონკრეტული კითხვები საზოგადოებაში, კონკრეტული პასუხები სჭირდება ამას და ბუნებრივია, გამოძიება არის ის ადგილი, სადაც და საიდანაც ჩვენ შეიძლება კონკრეტული პასუხები მივიღოთ. აქედან გამომდინარე, იცით თქვენ, რომ ჩვენ პირველივე დღეებში გავაკრიტიკეთ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ კატეგორიულად მიუღებელი იყო. შეიძლება ექსკლუზიური უფლება არსებობს, მაგრამ არსებობს სხვა საკითხები, რასაც საზოგადოებში შეუძლია გამოიწვიოს აღშფოთება და სავსებით სამართლიანად და ამას თავისი პასუხები სჭირდება. თუ გამოძიების ფარგლებში ამას პასუხი გაეცემა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის: მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულისა და 18 წლის მოზარდის მკვლელობის გამო ძებნილი ბრალდებულის შეწყალების გამო მწვავე კრიტიკა გამოითქვა ოპოზიციური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდა მმართველი გუნდიც.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული