პარასკევი, აპრილი 19, 2024

ჩვენ ვაჩვენეთ ის, რაც პრეზიდენტი ადმინისტრაციის დახურულ კარს მიღმა ხდება – ალექსანდრე ელისაშვილი

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი მისი ორგანიზაციის მიერ პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული საპროტესტო აქციის შესახებ წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე:

ინდმეწარმე “პრეზიდენტი” – საშემოდგომო ფასდაკლება შეწყალებაზე!

ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი გავმართეთ “სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ჩვენ ვაჩვენეთ ის, რაც პრეზიდენტი ადმინისტრაციის დახურულ კარს მიღმა ხდება. იქ დგას დახლი და არსებობს ტარიფები. როდესაც პრეზიდენტის მაგიდაზე ერთბაშად ხვდება მკვლელობაში სამი მსჯავრდებულის და ერთი ძებნილის სახელი და გვარი და პრეზიდენტი ამას ბრმად აწერს ხელს, აქ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უნებლიე შეცდომასთან საქმე და ეს არის წინასწარ დაგეგმილი კორუფციული სქემა.

ამოოხვრა, რომ ის, თითქოსდა იღებს პასუხისმგებლობას და მორატორიუმს აცხადებს, არის სამარცხვინო და კიდევ უფრო უპასუხისმგებლო ქცევა საქართველოს პრეზიდენტის!“, – აღნიშნავს ალექსანდრე ელისაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული