სამშაბათი, აპრილი 23, 2024

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა

მინდა წარმოგიდგინოთ ის ათი მთავარი გამოწვევა და მთავარი საკითხი, რაზეც საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სესია და მე შევეცდები, რომ პერიოდულად ანგარიში ჩაგაბაროთ ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით“, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის პრეზენტაცია გამართა.

 მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს:
🔘 საარჩევნო რეფორმა
🔘 სასამართლოს რეფორმა
🔘 ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
🔘 საპარლამენტო ზედამხედველობა
🔘 2020 ბიუჯეტი
🔘 ტერიტორიული მთლიანობა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა
🔘 გარემო და ეკოლოგია
🔘 ბავშვის უფლებები
🔘 ბიზნესის მხარდაჭერა
🔘 სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა

 არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი წარმოდგენილ გამოწვევებზე და თემებზე საშემოდგომო სესიის განმავლობაში დიდი დატვირთვით იმუშავებს.
პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით, მედიას და საზოგადოებას პერიოდულად ანგარიშს წარუდგენს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული