სამშაბათი, აპრილი 16, 2024

მმართველი გუნდის ლიდერების შეფასებები პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტთან დაკავშირებით

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულისა და 18 წლის მოზარდის მკვლელობის გამო ძებნილი ბრალდებულის შეწყალების გამო მწვავე კრიტიკა გამოითქვა ოპოზიციური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდა მმართველი გუნდიც და შეწყალების მექანიზმის დახვეწის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას:

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლიტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელისა და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება. რა თქმა უნდა საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც პრეზიდენტის ქმედებითაც დასტურდება, რომელმაც შეწყალებაზე გამოაცხადა მორატორიუმი“, – აცხადებს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია.

როდესაც ჩვენ მივიღეთ აქტი, სადაც ეწერა, რომ ესა და ეს პატიმარი გაათავისუფლეთ და აღმოჩნდა, რომ ეს პატიმარი არ ყოფილა ჩვენ სისტემაში, იმიტომ რომ 2009 წლიდან არის ძებნილი, ეს ფაქტი უბრალოდ იმას ადასტურებს, რომ არავითარი კონტაქტი, მარიამობის შეწყალებაზე, ორ სისტემას შორის არ ყოფილა.

პრეზიდენტი არის პრეზიდენტი, თავისი უფლებამოსილებებით, მან დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ მან უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რისთვისაც საჭიროა სისტემის ახლებურად აწყობა“, – აღნიშნავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

ხსენებულ შეწყალებებთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წევრებსაც.

ანრი ოხანაშვილი – ჩვენთვის არ არის მისაღები, როდესაც ხდება მკვლელობაში, მით უმეტეს ძებნილი პირის შეწყალება.

ვანო ზარდიაშვილი – მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს “გაუჩალიჩეს”.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული