ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი, ხოლო ბაგა-ბაღებში სკოლამდელი სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.

საყურადღებოა, რომ საქართველოს მთავრობისა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით 2020 წლიდან სკოლებში საატესტატო/გამოსაშვები გამოცდები აღარ იქნება.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ეპოქაში, სწავლა ქვეყნის მასშტაბით 1 სექტემბერს იწყებოდა.

წელს დარეგისტრირებულმა 55 ათასამდე პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “პარალელი” სკოლის მოსწავლეებსა და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ულოცავს ახალ სასწავლო-აღმზრდელობითი წლის დაწყებას!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული