ჩვენ არ გვქონია დაგეგმილი პროვოკაცია, მასზე საუბარი ზედმეტია – ირმა ინაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა თბილისში „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კონფერენციაზე მისი მისვლა რაიმე პროვოკაციას არ ისახავდა მიზნად.

კონფერენციაზე მივედი მარტო, მივედი შესვენებისას და გავესაუბრე შეხვედრის ერთ-ერთ ორგანიზატორს და ვკითხე, შემეძლო თუ არა ამ კონფერენციაზე დასწრება, ვინაიდან წინა დღეს პარლამენტის წევრის გიორგი ბოკერიას მოხსენება მთლიანად დაეთმო პატრიოტთა ალიანსს, ჩვენზე ცილისწამების ტირაჟირებას. ეს ფაქტი რომ არ ყოფილიყო საერთოდ არ მივიდოდი კონფერენციაზე.

როცა ცალმხრივად საუბრობენ შენზე, ორგანიზატორები ვალდებულნი არიან, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი მიგიწვიონ და მოგცენ საშუალება გააკეთო მოხსენება, ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა.

მე, ირმა ინაშვილი მივედი, როგორც პარლამენტის წევრი და როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და არა პარტია პატრიოტთა ალიანსი თავისი მრავალათასიანი მხარდამჭერით. ჩვენ არ გვქონია დაგეგმილი პროვოკაცია, მასზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

One thought on “ჩვენ არ გვქონია დაგეგმილი პროვოკაცია, მასზე საუბარი ზედმეტია – ირმა ინაშვილი

  • სექტემბერი 15, 2019 at 2:12 pm
    Permalink

    ვინ ხარ საერთოდ , რას ითხოვ , რა გინდა , ხელისუფლება ქვეყნას ძარცვავს და ეს ოპოზივიებს დასდევს

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *