რ2 ივანიშვილის არხია და სახელისუფლებო მედიად უნდა განვიხილოთ – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ს სახელისუფლებო არხად განიხილავს, რის შესახებაც საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს ფეისბუკის პირად გვერდზე:

დღეს, მამუკა ხაზარაძის პირით, ზუსტად და უტყუარად გავიგეთ, რომ რ2ის წაღებაზე პირადად ივანიშვილი რეკავდა და აგვარებდა ამბებს. აი, ასეთი მნიშვნელობის იყო მისთვის ეს საკითხი და ახლა ვისია ეს არხი, ვინც კითხულობს, @ლეა ან თავს ი@ლევებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, რ2 ივანიშვილის არხია და სახელისუფლებო მედიად უნდა განვიხილოთ. ოღონდ არა პირველხარისხოვნად – ეგეთი ტვ იმედია.

ბიძინასთან თანამშრომლობა და რუსულ ფულზე ჯდომა რა შეფასებას იმსახურებს, ამაზე აღარ ღირს ლაპარაკი, ბოდიში ყველასთან.

ps ხო მართლა, ბატონმა ხაზარაძემ იმაზე უნდა გვიპასუხოს, მთავარი ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ მოქმედებას რომ თხოვდნენ, ამას რატომ დათანხმდა და საკონსტიტუციო სასამართლოში 12 საათზე ჩანიშნული სხდომის წინ, დილის 11 საათზე რატომ გაიხმო სარჩელი.

pps სრულიად აპოლიტიკური საქმე იყო, ცხადია European Court Of Human Rights (ECHR)“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *