შევუერთდებით სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს” – “თავისუფალი მეწარმეების” განცხადება და ვასილ სოფრომაძის განმარტება

საინიციატივო ჯგუფი – “თავისუფალი მეწარმეები” საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და მხარდაჭერას უცხადებენ მამუკა ხაზარაძის ახლად დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას.

საზოგადოებისთვის ცნობილია ჩვენი საინიციატივო ჯგუფისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ მიმდინარე გაუგონარი ტერორის შესახებ, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ასოციაციის მხრიდან ზაზა ოქუაშვილის მხარდაჭერას. რამოდენიმე თვეა, ჩვენი ასოციაცია განიცდის ზეწოლას, რომელიც, რა თქმა უნდა აზრს მოკლებულია, რადგან ყოველი ნამდვილი ენტერპრენერი – სულით ხორცამდე თავისუფალია!

ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება ბატონი ვასილ სოფრომაძისა და ოსმან თურანის მხრიდან, რომელ შემოთავაზებასაც საჯაროდ ვპასუხობთ – ჩვენ თანახმა ვართ მათთან ერთად შევუერთდეთ ბატონი მამუკა ხაზარაძის, ყველაზე წარმატებული ქართველი მეწარმის სამოქალაქო მოძრაობა ,,ლელოს”.

ბიზნესი იწყებს ბრძოლას თავისუფლებისთვის! ისტორია ჩვენს მხარესაა, საქართველოში განმანათლებლობის ეპოქა 3 საუკუნის დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ერთხელ და სამუდამოდ დადგება!” – ნათქვამია “თავისუფალი მეწარმეების” განცხადებაში.

 

P.S. აღნიშნულ განცხადებას ეხმიანება ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე და ყალბ ინფორმაციად აცხადებს:

კომპანია ფრესკოს დამფუძნებლის, Vasil Sopromadze ვასილ სოფრომაძეს განცხადება:

ვეხმაურები ცნობილი ბოტების და ტროლების ყალბ (fake) საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებას.

არასოდეს, არც-ერთი პარტიის, გაერთიანების, საზოგადოებრივი მოძრაობის არც დამფუძნებელი და არც წევრი არ ვყოფილვარ. არც არასოდეს არ ვიქნები.

ასევე, არასოდეს არც-ერთი ჩემი კომპანია არც-ერთ ქვეყანაში არანაირ ბიზნეს გაერთიანებაში არ შედიოდა და არ შევა.

ეს ჩემი პრინციპული არჩევანია!

კომპანია ფრესკოს დამფუძნებლის, Vasil Sopromadze ვასილ სოფრომაძეს განცხადება:“ვეხმაურები ცნობილი ბოტების და ტროლების…

Gepostet von Fresco am Donnerstag, 12. September 2019

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *