მარტო დათო ქაცარავას იმედზე კი არ იქნებითო, მთელი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მანქანა გადაგეფარებათო – დავით ლიკლიკაძე რასმუსენის პოზიციას განმარტავს

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ეხმიანება ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას – საქართველოს ნატოში გაწევრებაზე კონკრეტულად განსაზღვრული პირობით:

მოიცა მართლა ვერ გაიგეთ რა თქვა რასმუსენმა თუ თავს ი@ლევებთ?

ვინც ვერ გაიგო გთხოვთ მოენძრეთ აგერ და მე მოგიყვებით უბრალო, შინაურ ენაზე:

რასმუსენმა თქვა ნატოში მიგიღებთ მთელს ქვეყანასო. მთელი ქვეყანა აფხაზეთსა და სამაჩაბლოსაც გულისხმობს ჩემი დედაცმოვ@@ანო. მარაო, არსებობს მე-5 მუხლიო (ისე გადაირიეთ ვითომ პირველი ოთხი მუხლის აზრზე იყოთ), რომელიც არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზეო.

მამენტ მაგიც არ არის პრობლემაო, თუ დაიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს ისინიც ავტომატურად ნატოშიაო. ვიდრე დედამოტ@ნული რუსეთია იქ, მანამდეო. ამასობაში კი რაც ჯერ მცოცავით არ წაურთმევიათო იმას დავიცავთ მსოფლიოს უდედისწიოკესი 28 ქვეყანაო.

მარტო დათო ქაცარავას იმედზე კი არ იქნებითო, მთელი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მანქანა გადაგეფარებათო. თუ გინდათ გინდათო, თუ არა და მარტო წყალტუბო და ქუთაისი რომ დარჩით მთელი ქვეყანა ვერ ხვდებითო?“, წერს დავით ლიკლიკაძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *