საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს სამსახურიდან მის დათხოვნასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის აწ უკვე ყოფილი პრესსპიკერი ფეისბუკის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სამსახურიდან მისი დათხოვნის თაობაზე:

რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის“, – აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.

შეგახსენებთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ხატია მოისწრაფიშვილის კონკრეტული ქმედების შეფასებას:

ხატია მოისწრაფიშვილის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *