საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით

საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევად, უკანონოდ და არალეგიტიმურად მიიჩნევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ არჩევნებს:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს 2019 წლის 8 სექტემბერს, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ უკანონო „ადგილობრივ არჩევნებს“, რაც გახლავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულველყიფა. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი გახლავთ უკრაინის განუყოფელი ნაწილი.

საქართველო კიდევ ერთხელ აფიქსირებს მკაფიო მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ანალოგიური განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით:

აღნიშნული არჩევნები, გარდა იმისა რომ არის უკანონო, მას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, არც იურიდიული, არც პოლიტიკური და არც მორალური“, – ლაშა დარსალია.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა და განცხადებები ამის შესახებ ჯერ კიდევ ე.წ. არჩევნების პირველი ტურის დროს გაკეთდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *