სულ ტყუილად გიხარიათ გახარია, ხალხი ყოველთვის იბრუნებს იმას, რაც მას ეკუთვნის – პაატა მანჯგალაძე

გუშინ დამტკიცებულ მთავრობას ქართული ოცნების ბოლო მთავრობის ელფერი დაჰკრავს” – აღნიშნავს “ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი და მიაჩნია, რომ ივანიშვილის მთავრობას განრისხებულ ხალხთან მოუწევთ პირისპირ შეხებაში მოსვლა, რომლის შემდეგაც პრემიერ გიორგი გახარიას მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.

ოცნების მხარდამჭერების ხარობენ – ოპოზიციისაგან შერისხული ძალოვანი მინისტრი პრემიერი გახდა. ზაფხულის აქციებით გამოწვეული ხელისუფლების დაკარგვის შიში უკუგდებულია, მაგრამ თუ პოლიტიკურ ტელესკოპს პროცესების შორი ხედვის რეჟიმზე გადავიყვანთ დავინახავთ, რომ წინ მიმავალი თავდამსხმელი სინამდვილეში თვითგანადგურების მარშუტზე დგას, რადგან პარტიების წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ უშუალოდ განრისხებულ ხალხთან მოუწევთ პირისპირ შეხებაში მოსვლა. მაშინ კი გახარიას ე.წ. კრიზის-მენეჯერის უნარები თვითგადარჩენის ინსტიქტად გადაიქცევა მხოლოდ და არა ივანიშვილის ხელისუფლების გადარჩენის შესაძლებლობად. ამის უამრავი მაგალითია მსოფლოში, მათ შორის, საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როცა 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” დროს პრორუსული გავლენის ძალოვანი მინისტრი ხაბურაძანიაც კი არ შესკდომია ხალხს და ხელისუფლებაში მომავალ პროდასავლური განწყობის ლიდერებთან უპირველესად თავის პოლიტიკურ მომავალზე იზრუნა და არა შევარდნაძეზე. ამასთან ნურც ხალხის პირისპირ დარჩენილი უკრაინელი იანუკოვიჩისა და სომეხი სარქისიანის მაგალითებს დავივიწყებთ.

ასე რომ, სულ ტყუილად გიხარიათ გახარია, ხალხი ყოველთვის იბრუნებს იმას, რაც მას ეკუთვნის. დავიბრუნოთ საქართველო!

ძალა ერთობაშია!

ძალა სიმართლეშია!” – აცხადება პაატა მანჯგალაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *