შაბათი, აპრილი 20, 2024

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და „სამთავრობო პროგრამას 2019 – 2020“ მხარი 98 ხმით დაუჭირა.

მე დღეს შევეცდები პრინციპულ, საკვანძო ფასეულობებზე და მთავრობის ძირითად განზომილებებზე ვისაუბრო. ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვიქნებით საქმეზე, შედეგებზე და ეფექტურობაზე. ეს იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპები და ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი მაკოორდინირებელი ძალა. მიზნის მისაღწევად, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, მთავრობამ, პარლამენტმა, ხელისუფლებამ მთლიანად და მათ შორის, ოპოზიციამ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული