შაბათი, აპრილი 20, 2024

ეკონომიკა ფუნდამენტურად ჯანმრთელია და ეკონომიკის სიმყარე უცილობლად გამოიწვევს ლარის გამყარება – ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსთან დაკავშირებით ოპტიმისტური პროგნოზი დააფიქსირა. მისი აზრით ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაა მოსალოდნელი.

მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას. ეს არ არის მარტო შინაგანი რწმენა ან სურვილი.

როდესაც ეკონომიკა დარტყმას იღებს, როგორც წესი კურსი ღრუბელის ფუნქციას ასრულებს, პირველ დარტყმას ეგ იღებს.

რა ხდება რეალურ შემთხვევაში, რეალური ეკონომიკის ზრდა ივლისში 6% დაფიქსირდა, ჩვენ აგვისტოსაც ვხედავთ და შეგვიძლია დიდი ალბათობით ვთქვათ, რომ საკმაოდ მაღალი იქნება. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა არ მოხდა, პროდუქტის და მომსახურების წარმოება, რეალურ განზომილებაში არ შემცირდა, ეკონომიკა ფუნდამენტურად ჯანმრთელია და ეკონომიკის სიმყარე უცილობლად გამოიწვევს ლარის გამყარებას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული