შაბათი, აპრილი 20, 2024

მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა – კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საკვირაო ქადაგებისას, ოჯახის ფასეულობასა და მშობლის უდიდეს როლზე გაამახვილა ყურადღება:

მე მინდა ორიოდე სიტყვით გაგახსენოთ, რომ არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა, ეს არის ოჯახის ფასეულობა. 

თქვენ იცით ამ დღეებში ჩვენთან ჩამოსული იყო უნგრეთის პრეზიდენტი და მას აქვს გამოცხადებული 2020 წელი ოჯახის ფასეულობათა წლად. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამის შესახებ. 

მე არაერთხელ გაგახსენეთ თქვენ, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა: დამლოცე, დედაო; დამლოცე, მამაო.

ბიბლიაში წერია: ,,პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.”ამას შეგახსენებთ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ, გახარებული იყოთ; 

ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი ოჯახი მოგცეთ ღმერთმა.

ჩვენთან არს ღმერთი!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული