ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024

ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ და კიდევაც გავიმარჯვებთ – ნიკა მელია

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, ამჟამად ბრალდებული ნიკა მელია, რომელსაც შინაპატიმრობა აქვს მისჯილი და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ და კიდევაც გავიმარჯვებთ. თქვენ დარჩებით ისტორიის უბნელეს მხარეს, თქვენ დარჩებით ციციანოვის და ერმოლოვის, ორჯონიკიძის და ცხაკაიას, როდიონოვის და ლებედის, პუტინის და გავრილოვის, შკრილნიკოვის და ჩახალიანის, ივანიშვილის და გახარიას ანაბარა.

ჩვენ ისტორიას ვაგრძელებთ. თქვენი ადგილი ისტორიის ნათელ, სწორ, მორალურად და ზნეობრივად სწორ მხარეს აღარ არის. თქვენ თავადვე განსაზღვრავთ ამ ისტორიაში თქვენი პერსონაჟების როგორობას – ანტიგმირები ხართ თავისუფლებისა და მისთვის ბრძოლის ამ დიდ ისტორიაში, რომელი გრძელდება და რომელიც არასდროს შეწყდება. ჩვენ გადმოგვეცა ესტაფეტა, რათა გადავცეთ ისევე ღირსეულად, როგორც ჩვენთან მოვიდა. თქვენი ადგილი გარკვეულია – გავრილოვთან და კრემლთან, ჩვენიც უცხადესია – საქართველოს სახელოვან წარსულთან და მის თავისუფალ, ნათელ მომავალთან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული