ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ “ნაციონალურ მოძრაობას” ყველა ნახავს – ირმა ინაშვილი

ფრაქციის „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე დეპუტატებმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი არ დაუჭირეს.

ჩვენ არასდროს დაგვიხევია უკან მთავრობის წევრებისთვის, პრემიერმინისტრობის კანდიდატებისთვის ღიად გვეთქვა რას ვფიქრობთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე, რას ვფიქრობთ საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართულებებზე. ბევრ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია ჩვენი პოზიციები, თუმცა არის საკითხები, სადაც ვართ თანამოაზრეები“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ფრაქციის სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მუქარანარევი დაპირება შეახსენა “ნაციონალური მოძრაობას” როცა მიმართა – “მე თქვენ დაგასრულებთ“.

ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ – დაამთავრეთ და დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება ან მე გთავაზობთ ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ და მტკიცებულებებს როგორ ამოვიღებ, დამალულ მტკიცებულებებს, 56 ათას მოწმეს როგორ დავაბრუნებ პროკურატურაში, ჩვენებები რომ აქვთ მიცემული, ამას ყველა ერთად ნახავს. აი ეს არის ჩემი ღია შემოთავაზება და მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად, არაა პრობლემა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *