პარასკევი, აპრილი 19, 2024

გადაეცით გახარიას, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა – მაკო გომური

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას პარლამენტის წევრმა ელენე ხოშტარიამ მაკო გომურის წერილი წაიკითხა, მისი თხოვნით. მაკო გომური გახლავთ ის ახალგაზრდა, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე პოლიციის მხრიდან ნასროლი ტყვიის გამო თვალი დაკარგა.

რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი?

თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს?

თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და ჯარი არ დაემორჩილა, რანაირად შეძლებს მართოს მთელი სისტემა?

და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა“, – წერს მაკო გომური.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული