პარასკევი, აპრილი 19, 2024

ჩორჩანას დღეს თუ დათმობთ, ხვალ ავტობანს დაგვიკეტავენ და ზეგ მცხეთაში შემოვლენ! – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობას ეხმიანება, რაც ქვეყნისთვის უდიდესი საფრთხეა.

მე მეგონა მართლა პრინციპული პოზიცია დააფიქსირა ჩვენმა მთავრობამ, მიკვირდა, მაგრამ მიხაროდა, საკუთარ თავს ვაჯერებდი რომ აი, გაიღვიძა ეტყობა მებრძოლმა სულმა, მობეზრდათ დამარცხება. 
მიკვირდა ისიც, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში გვიზღუდავდა პოლიცია წნელისის მიმდებარედ, დოლომიტის საბადოზე ასვლას, სადაც წელიწადზე მეტია ვპატრულირებთ და საიდანაც შევდიოდით ჩორჩანას ტყეში.

მიკვირდა, მაგრამ იმდენად იმედი მომეცა, რომ თავს ვიმშვიდებდი და უკვე მივხვდი რომ თავს ვიტყუებდი.
თქვენ კი რა გააკეთეთ????

ჩორჩანას შუაგულში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოუშვით! იმ ტერიტორიაზე, რომელიც არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში! 
თქვენ გაუსროლელად გადაეცით ოკუპანტებს ახალი ტერიტორიები, რომლებზეც ისინი მხოლოდ ოცნებობდნენ!!

როგორ შეუწყვეთ ხელი ოკუპანტებს ახალი მიწების მიტაცებაში???? 
რატომ ხართ ჩუმად, რატომ არაფერს ამბობთ? თქვენი კომენტარი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ დააზუსტებთ, ჯერ თურმე არ იცით სად აშენებენ რუსოსები საგუშაგოს!

თუ არ იცით, მე გაჩვენებთ! იმ გზაზე გააკეთეს საგუშაგო, რომლის კეთება თვეების წინ დაიწყო და თითქმის დასრულებული იყო!
ვისთვის გააკეთეთ? ოკუპანტებისთვის? რამდენი ჰექტარი მიწა გადააბარეთ თქვენ ამჯერად? როგორ ხართ ასე მშვიდად???? ზურგში მოიქციეთ მტერი, ასობით ჰექტარი მიწა დაუთმეთ და ვითომ რაღაცის გარკვევას აპირებთ? ის საგუშაგო, რომელიც ვითომ პრინციპულად აღმართეთ, მოქმედების ამ პრინციპით მალე ოკუპირებული აღმოჩნდება!!!

სასწრაფოდ იმოქმედეთ!!!!!!
ჩორჩანას დღეს თუ დათმობთ, ხვალ ავტობანს დაგვიკეტავენ და ზეგ მცხეთაში შემოვლენ!” – წერს სოციალური ქელში დავით ქაცარავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული