პარასკევი, აპრილი 19, 2024

საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატების სია წარედგინა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, 144 მსურველიდან, პარლამენტისათვის წარსადგენი 20 კანდიდატის სია წარადგინა.

წარდგენილ სიაში არიან ჯერ კიდევ მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

ასე გამოიყურება პარლამენტში წარდგენილი კანდიდატების სია:

  1. თამარ ალანია
  2. მერაბ გაბინაშვილი
  3. შოთა გეწაძე
  4. მირანდა ირემაძე
  5. მამუკა ვასაძე
  6. მაია ვაჩაძე
  7. თამარ ზამბახიძე
  8. შალვა თადუმაძე
  9. ზაზა თავაძე
  10. ვლადიმერ კაკაბაძე
  11. ლევან მიქაბერიძე
  12. გიორგი მიქაუტაძე
  13. პაატა სილაგაძე
  14. ნუგზარ სხირტლაძე
  15. ლალი ფაფიაშვილი
  16. ნინო ქადაგიძე
  17. ლაშა ქოჩიაშვილი
  18. ქეთევან ცინცაძე
  19. ალექსანდრე წულაძე
  20. გოჩა ჯეირანაშვილი

აღსანიშნავია, რომ შერჩეული 20 კანდიდატისგან  5 ერთხელ უკვე იყო წარდგენილი გასული წლის ბოლოს, რამაც მმართველ გუნდში დაპირისპირება, ხოლო ოპოზიციასა და მესამე სექტორში მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ესენი არიან:

  1. გიორგი მიქაუტაძე
  2. თამარ ალანია
  3. მერაბ გაბინაშვილი
  4. ნინო ქადაგიძე
  5. პაატა სილაგაძე
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული