ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ეს არის, პირდაპირი კატასტროფა, ტრაგედია ჩვენი ერის – ირაკლი ღარიბაშვილი “გირჩის” ინიციატივაზე

 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი მკაცრად აკრიტიკებს და სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობად მიიჩნევს წვევამდელების სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებისათვის პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩის” მიერ შემუშავებულ ინიციატივას:

ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ეს არის, პირდაპირი კატასტროფა, ტრაგედია ჩვენი ერის. მე ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობისა და ჩვენი ოპონენტების – ნაციონალური მოძრაობის და მათთან აფილირებული წევრების, ე.წ. “გირჩის” ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ხდება პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი.

მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეში მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *